ალექსეი გონჩარენკოს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა არ მისცეს - რას აცხადებს უკრაინელი დეპუტატი?
უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს თქმით, მას საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა არ მისცეს.
კერძოდ, გონჩარენკოს ინფორმაციით, მას უარი უთხრეს სამსახურებრივი მივლინებით ბერნში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად გამგზავრებაზე.
მისივე ინფორმაციით, ის კონფერენციაზე სახელწოდებით „არჩევნები კრიზისების პერიოდში“ სიტყვით უნდა გამოსულიყო, შემდეგ კი, თურექეთის არჩევნებზე დამკვირვებლად გამგზავრებას გეგმავდა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ამავე კონფერენციაზე გამგზავრების ნებართვა მისცეს მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრ დეპუტატებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გონჩარენკოს თანაგუნდელები აცხადებენ, რომ უმაღლეს რადაში ორმაგი სტანდარტები მოქმედებს და ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრ გონჩარენკოზე პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი, რადგანაც მას კრიტიკული პოზიცია აქვს პრეზიდენტის ოფისის მიმართ.
ფრაქციაში აცხადებენ, რომ უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის ოფისის დავალებით არაერთხელ დაბლოკა ოპოზიციონერი დეპუტატების საზღვარგარეთ მივლინებები.
თავად გონჩარენკო აღნიშნავს, რომ მას ზელენსკის ოფისის ხელძღვანელი ანდრეი ერმაკი ებრძვის. „მე ერმაკმა ჩამკეტა, ჯერ ქვეყნის შიგნით“, – აცხადებს გონჩარენკო.