რუსეთის გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის - გრიგორი კარასინი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების შეზღუდვის მოხსნაზე
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის.
"შემოვიფარგლები მხოლოდ ერთით, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის. ეს ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას, ურთიერთგაგებას და ამაზე დავსვამდი მრავალ წერტილს.
რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, არ ვიჩქარებდი პროგნოზების გაკეთებისგან, რადგან რთულ დროში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, დღეს გვაქვს საბაბი ვიყოთ კმაყოფილები, რადგან გადაწყდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავიზო რეჟიმის მოხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პოზიტიურია და იმედი მაქვს, ამას ყველა სწორად გაიგებს“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.