"ადამიანი ადამიანისთვის დღეა" ჰოდა, დღეს თქვენ ბედნიერებით ამავსეთ" - ცნობილია ადამიანის ვინაობა, რომლის ფოტო ვირუსულად გავრცელდა
ჟურნალისტი, ნინო კვაჭანტირაძე აფთიაქში მომხდარ ისტორიას კიდევე რთხელ ეხმაურება და ამ ისტორიის მთავარი გმირის ვინაობას ამხელს.
"დღევანდელი დღე ასე დასრულდა, პოსტი, რომელიც ჩემს კედელზე დავდე, ყველა ჩემი პოსტის რეკორდი მოხსნა - ასობით გაზიარება და კომენტარი ჰქონდა და ეეეერთიც არ იყო განსხვავებული, წერდნენ, ლოცავდნენ ადამიანს, რომელმაც აფთიაქში 5 კოლოფი კლოფაზოლინი ითხოვა. რაკიღა აფთიაქს ზუსტად 5 კოლოფი აღმოაჩნდა, სამი წაიღო და ორი დატოვა- იქნებ დღეს სხვასაც დასჭირდეს, ვისაც ჩემსავით სხვა წამალი არ შველისო. ეს ბატონი ფიზიკოსი, პროფესორი, კომპანია MBC -ს თანამშრომელი ალექსანდრე ჯავრიშვილი აღმოჩნდა.
ბატონო ალექსანდრე," სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი," "ადამიანი ადამიანისთვის დღეა" ჰოდა, დღეს თქვენ ბედნიერებით ამავსეთ და ჩემთან ერთად ათასობით ადამიანი. მე მიხარია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ალექსანდრე ჯავრიშვილები ცხოვრობენ, ბატონო ალექსანდრე! თქვენ დღევანდელი დღის კი არა, თქვენი მაგალითით ჩვენი ყოფის გმირი ხართ, მე ამ ამბავს ისევ ბევრჯერ მოვყვები, რომ გაიგონ, როგორ უნდა იფიქრო სხვებზეც, რომ მთავარია ჩვენ და არა მე, რომ ჩვენ მარტოები არა ვართ ამ სამყაროში და გზები ერთმანეთით უნდა გავიგნოთ, რომ სიკეთე და სიყვარული გვაერთიანებს... მადლობა ამ პატარა დიიიიდი მაგალითისთვის!
პ.ს. როგორც ახლა შევიტყვე, ბატონი ალექსანდრე კომპანია MBC - ს პროექტების მენეჯერია და ამჯერად უსინათლოების პროექტზე მუშაობს!", - წერს ჟურნალისტი.