რუსეთმა ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატების 500 მოქალაქეს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რუსეთში შესვლა აუკრძალა.
სანქცირებულთა შორის არიან თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნები, კონგრესმენები და სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელები.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ეს არის საპასუხო ნაბიჯი შეერთებული შტატების მიერ მანამდე დაწესებულ ახალ სანქციებზე.