ჩვენ ვიცავთ სანქციებს - თეა წულუკიანი
ჩვენ ვიცავთ სანქციებს, ვატარებთ რეფორმებს და ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნება იქნება მეორე მხრიდან, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„რასაკვირველია, იმ დათქმით, რომ ეს რეფორმები ამ მომენტშიც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან შორიდან მოვდივართ, ტოტალიტარიზმის საბჭოური ხანიდან, გარდაქმნებისა და რეფორმების პროცესი უნდა იყოს განგრძობადი, რასაც ხელისუფლება უკვე მერამდენე წელია, აკეთებს“, - განაცხადა წულუკიანმა.