თეგებით ძიება

"რუსეთის სპეცსამსახურებმა ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციის განხორციელება დაიწყეს“ - უკრაინული დაზვერვა

რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ჩაშლას ზაპოროჟიეს ოლქში ქიმიური იარაღის გამოყენებით აპირებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში წერს.

"უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების ჩაშლის მიზნით, რუსმა დამპყრობლებმა 2023 წლის 27 მაისს ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციის განხორციელება დაიწყეს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული მხარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მასშტაბურ პროვოკაციებს გეგმავდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა