როგორ ვუმკურნალოთ სურდოს? - ხალხური მეთოდები
ნახეთ, როგორ ვუმკურნალოთ სურდოს სახლის პირობებში.
ხახვისა და ნივრის წვენი სურდოს საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერი საშუალებაა, ოღონდ ნესტოებში პირდაპირ არ ჩაიწვეთოთ - შესაძლოა ცხვირის ლორწოვანი გარსი დაიზიანოთ! ნესტოებში ჯერ ვაზელინი ამოისვით, შემდეგ აიღეთ ბამბის ტამპონი, ნივრის ან ხახვის წვენში დაასველეთ, გაწურეთ და ნესტოებში ჩაიდეთ.
ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 5-6 წვეთი წითელი ჭარხლის ახალგამოწურული წვენი ან დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები და ნესტოებში ჩაიდეთ.
მოხარშეთ ალოეს ყველაზე ხორციანი ფოთოლი და გამოწურეთ სამკურნალო წვენი. გადასწიეთ თავი უკან და ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 3-5 წვეთი. დაიზილეთ ცხვირი გარედან, დაცემინების შემდეგ ცხვირი გაგითავისუფლდებათ.
ნებისმიერი წამლის ჩაწვეთებამდე გამოირეცხეთ ცხვირი ზღვის მარილის სუსტი ხსნარით ან აკვამარინით (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში).
გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი ან სოდიანი ხსნარით. ეს პროცედურა არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. ლოწოვანი გარსი ამ დროს ტენიანდება და იწმინდება მტვრის, ალერგენების, ზოგიერთი ვირუსისა და ბაქტერიისგან. ხსნარი ასე მზადდება: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი ან საჭმლის სოდა.
კარგია ორთქლის ინჰალაცია არომაზეთებით (ევკალიპტი, პიტნა, ლიმონი, ჩაის ხე, ლავანდა) ან სამკურნალო მცენარეებით - სალბით, გვირილით. დაასხით ნედლეულს მდუღარე წყალი და ისუნთქეთ სამკურნალო ორთქლი 5 წუთის განმავლობაში. ორთქლის აბაზანების ეფექტი თვალსაჩინოა. ჯერ ერთი, სამკურნალო საშუალება პირდაპირ "უბედურების ზონაში" ხვდება, მეორე - წამლებისგან განსხვავებით, სხვა ორგანოებზე პრაქტიკულად არ მოქმედებს.
წყარო - mkurnali.ge