2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენგან სიმამაცეს და თავდადებას ელიან. თუნდაც მომავალი ბუნდოვანი მოგეჩვენოთ და გარემოებები თქვენი გეგმის წინააღმდეგ ვითარდებოდეს, პანიკაში ნუ ჩავარდებით. იქრეთ იმაზე, რაც უკვე გაქვთ და რაც შეიძლება სწორი მოქმედების შემთხვევაში, მომავალში გქონდეთ.
კურო
დღეს წამოჭრილ პრობლემას უამრავი გამოსავალი აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, კუროების უმეტესობა იმ ერთადერთ გზასაც ვერ დაინახავს, რომელიც ცხვირწინ უდევს. ეცადეთ მოვლენებს უფრო ფართოდ შეხედოთ. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ, თუმცა ზოგმა ამისგან შეიძლება ნამდვილი ტრაგდია შექმნას.
ტყუპები
ტყუპებისთვის ეს დღე საკუთარი თავის, უპირველესად კი ჯანმრთელობაზე ზრუნვას უკავშირდება. უსმინეთ საკუთარ სხეულს და იგრძენით რას გკარნახობთ. გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრა სამომავლოდ გადადოთ და დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ. სანამ საყვარელ ადამიანს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით სამართლიანია თუ არა ისინი.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს დღე პირად განცდებს უკავშირდება. ფრთხილად იყავით — თუ თავის შეცოდება ჩვევად გადაგექცათ, ამას თავს ვეღარ დააღწევთ. ეცადეთ, ყურადღება რამე მხიარულსა და საინტერესოზე გადაიტანოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვერდით საყვარელი ადამიანები და მეგობრები გყავთ.
ლომი
კაცებისთვის ეს შესაძლოა, ბოლო კვირების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დღე იყოს. ქალებს კი ბედი ნაკლებად გაუღიმებთ. მთლიანობაში, ლომებისთვის ეს მშვენიერი დროა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. გაემგზავრეთ პატარა მოგზაურობაში — ამ დღეს აგარაკზე წასვლა უფრო სასიამოვნო იქნება, ვიდრე საქმიანი საკითხების მოგვარება. მით უმეტეს, რომ დღეს ყველაფრის დასრულებას მაინც ვერ შეძლებთ.
ქალწული
ამ დღეს ნებისმიერ მიზანს მხოლოდ შეთანხმების გზით მიაღწევთ. პარტნიორებისგან რაიმეს დამალვა არ ღირს — ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი მაინც გამჟღავნდება და თქვენი ღალატი ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემო მყოფებთან და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. არ მისცეთ პარტნიორებს უფლება, რომ მიღწეული შეთანხმებები დაარღვიონ.
სასწორი
ეს დღე რაღაც ახალს გასწავლით და მნიშვნელოვანი დასკვნებისკენ გიბიძგებთ. სავარაუდოდ, გარკვეული შეცდომების აღიარება მოგიწევთ. სამწუხაროდ, იდეალური არავინაა და ამას რაც უფრო მალე გაიგებთ, მით უფრო ადრე გააცნობიერებთ საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას შეძლებთ. ეს სასარგებლო პროცესი არა მხოლოდ ახალ მოვლენებს გააჩენს თქვენს ცხოვრებაში, არამედ დაგეხმარებათ, რომ უფრო თავმდაბალი და ყურადღებიანი გახდეთ.
მორიელი
ამ დღეს მორიელებისთვის პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი გააცნობიერებს რისკენ მიისწრაფის და რაზეა მზად, რომ მიზნის მისაღწევად უარი თქვას. ეცადეთ უფრო გააზრებულად იმოქმედოთ ისეთ ვითარებაში, რომელიც მყისიერ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეცადეთ ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ეს დღე შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით სავსეა. თუ შემოქმედებით საქმიანობას ეწევით, ამ დღეს საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რომლებსაც წარმატებით განახორციელებთ. ეცადეთ კარგად დაისვენოთ — მოდუნების დროს შესაძლოა, შთაგონება გეწვიოთ. საღამოს ბავშვებთან ერთად გამოფენაზე ან ზოოპარკში წასვლა შესანიშნავი არჩევანი იქნება.
თხის რქა
ამ დღეს თხის რქებს საშუალება ექნებათ, რომ პრობლემებს სხვა კუთხიდან შეხედონ. თქვენი დამოკიდებულება შეიძლება ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალოს. დღეს სიძნელეები არც ისე დაუძლეველი გეჩვენებათ, როგორც გუშინ. ინტუიცია სწორ გზას დაგანახებთ, მთავარია, ყურადღება არ მოადუნოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი არტერიულ წნევას.
მერწყული
ეს დღე განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმული მერწყულებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, ცხოვრებით დატკბეთ და თქვენი საყვარელი საქმეებით დაკავდეთ. დააფასეთ თქვენი ძლიერი მხარეები — ბოლო დროს მხოლოდ ნაკლოვანებებზე მეტისმეტად ხშირად ფიქრობთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას თუ ოჯახის წევრები ყველა წვრილმანის გამო წუწუნებენ — პლანეტების განლაგების გამო, შესაძლოა, რომ თქვენი გარემოცვა გაღიზიანებული იყოს.
თევზები
დღევანდელი დღე ახალ ნაცნობობას და ნამდვილ მეგობრებს გპირდებათ. ნებისმიერ სახის შემოქმედებას პოზიტიური გავლენა ექნება. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. უმჯობესია, შეჩერდეთ და მოვლენების განვითარებას დააკვირდეთ, სანამ ყველაფერი გასაგები გახდება. იყავით მადლიერი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოველთვის მხარს გიჭერთ.