თეგებით ძიება

სად მდებარეობს და რამდენს იწონის მსოფლიოში ყველაზე მძიმე შენობა

მსოფლიოში ყველაზე მძიმე შენობად ოფიციალურად ითვლება ბუქარესტის პარლამენტის სასახლე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რესპუბლიკის სახლი. ჩვენს სტატიაში გიამბობთ საინტერესო ფაქტებს შენობის შესახებ, რომელიც თავისი წონით ხეოფსის პირამიდას, ბურ ხალიფას და მექის დიდ მეჩეთს აღემატება. 

მსოფლიოში ყველაზე მძიმე შენობის მშენებლობის ისტორია

მსოფლიოში ყველაზე მძიმე შენობის ისტორია ჩრდილოეთ კორეაში, ფხენიანში იწყება. რუმინეთის იმდროინდელმა ლიდერმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ 1971 წელს ჩრდილოეთ კორეა მოინახულა. წერილობითი წყაროების თანახმად, მას ძალიან მოსწონდა იქაური არქიტექტურა და საკუთარ ქვეყანაში მისი მსგავსის შექმნა გადაწყვიტა.

1977 წელს, ბუქარესტში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ათობით მნიშვნელოვანი შენობა დააზიანა. ჩაუშესკუსთვის ეს მშვენიერი შესაძლებლობა იყო, რომ ტოტალიტარული ქვეყნის არქიტექტურული სტილი საკუთარ ქვეყანაში გადაეტანა.  მასშტაბურ პროექტს სახელად „ბუქარესტის პროექტი“ დარქვეს და მისი ცენტრი რესპუბლიკის ახალი სახლი გახდა.

Где находится и сколько весит самое тяжелое в мире здание

რუმინეთის ხელისუფლებას მიწისძვრიდან შვიდი წელი დასჭირდა, რომ მშენებლობა დაეწყო. ამისთვის აუცილებელი გახდა დაზიანებული და დანგრეული შენობების ტერიტორიიდან გატანა და 40 000-ზე მეტი ადამიანის გადაასახლება. სასახლის პროექტი რუმინელმა არქიტექტორმა ანკა პეტრესკუმ შეიმუშავა, რომელსაც 700 სპეციალისტისგან შემდგარი გუნდი ეხმარებოდა.

რესპუბლიკის სახლის მშენებლობა ბუქარესტში 1984 წლის 25 ივნისს დაიწყო. მშენებლობაზე  30 000-ზე მეტი მუშა მუშაობდა (მათგან ბევრი უწყვეტად). პროექტის დასასრულებლად 2 მილიონი ტონა ქვიშა, 700 000 ტონა ფოლადი და ბრინჯაო, 500 000 ტონა ცემენტი, დაახლოებით 4 000 ტონა ბროლი, 1 მილიონი კუბური მეტრი მარმარილო და 900 000 კუბური მეტრი ძვირფასი ხის მასალა გამოიყენეს. ინტერიერის მოწყობაზე 220 000 კვადრატული მეტრი ხალიჩა და 4 000 კვადრატული მეტრი ტყავის საფარი დაიხარჯა.

მსოფლიოში ყველაზე მძიმე შენობის მშენებლობის საბოლოო ღირებულება დღევანდელი ფასებით დაახლოებით 4 მილიარდ ევროს შეადგენს. ბუქარესტის რესპუბლიკის სახლის წონა 4 100 ტონას შეადგენს.

რუმინეთის პარლამენტის სასახლე, რომლის საერთო ფართობი 360 000 კვადრატული მეტრია, მსოფლიოში ყველაზე დიდი სამოქალაქო დანიშნულების ადმინისტრაციული შენობაა.

მისი ზომებია - 270 მეტრი სიგრძე, 240 მეტრი სიგანე, 86 მეტრი სიმაღლე და 92 მეტრი სიღრმე.

მსოფლიოში ყველაზე მძიმე შენობაში  1 100 ოთახი მდებარეობს.

სასახლის ავტოსადგომზე ერთდროულად 20 000 მანქანის გათავსება შეიძლება.

რუმინეთის პარლამენტის სასახლის საშუალო წლიური ხარჯები გათბობაზე, გაგრილებასა და ელექტროენერგიაზე დაახლოებით 6 მილიონ ევროს შეადგენს!

საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიოს ყველაზე მძიმე შენობა საბოლოოდ ვერ დასრულდა — 1 100 ოთახიდან სრულად დასრულებული მხოლოდ 400-ია. სასახლის მშენებლობა 1989 წელს, ჩაუშესკუს დახვრეტის შემდეგ შეჩერდა.

მშენებლობაზე გამოყენებული თითქმის ყველა მასალა რუმინული წარმოშობის იყო. ერთადერთი გამონაკლისი მთავარი დარბაზის კარი გახლდათ — ის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოლაე ჩაუშესკუს ზაირის (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) მაშინდელმა პრეზიდენტმა მობუტუ სესე სეკომ აჩუქა.

მსოფლიო რეკორდების აკადემიის მონაცემებით, ეს შენობა ასევე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება — მისი დღევანდელი ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდ ევროს შეადგენს.

და ბოლოს ბუქარესტის პარლამენტის სასახლე 4.1 მილიონ ტონას ისონის და იმდენად მძიმეა, რომ ყოველწლიურად საკუთარ წონაზე ზემოქმედებით, მიწაში 5-6 მილიმეტრით იძირება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა