"მე-10 დღეა გაუნძრევლად დგას, არ ჭამს... უსასრულოდ ელოდება პატრონს" - მიტოვებული ძაღლის ემოციური ვიდეო
თამზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს "ბუბაზე", რომელიც მიტოვებას განიცდის და პატრონს ელოდება.
"ბუბა" მე-10 დღეა გაუნძრევლად დგას, თვალი თავშესაფრის მთავარი კარისკენ უჭირავს, ფეხს არ იცვლის, ყურადღებას არ გვაქცევს, არ ჭამს. 9 წლის ძაღლისთვის უცხოა ღალატი, პატრონმა არ უერთგულა...
ძაღლი კი უსასრულოდ ელოდება...", - წერს ელიზბარაშვილი.