თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი
თურქეთის სამხრეთში ავარია მოხდა - სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნალექისა და ნისლის გამო, მძღოლმა საჭე სწორად ვერ მომართა და ავტობუსი გზიდან გადავარდა.
შემთხვევა ანამურ-გაზიფაშას გზატკეცილზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ანტალიის მიმართულებით მოძრაობდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.