უკრაინულმა ძალებმა შებეკინოში ბაზრის ტერიტორია დაბომბეს - რას ამბობს ოფიციალური მოსკოვი?
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქ შებეკინოში ბაზრის ტერიტორია დაბომბეს.
"გადაუდებელი დახმარების სამსახურები ადგილზე არიან", - აღნიშნა გუბერნატორმა.
“როიტერსის” ცნობით, ქალაქი შებეკინო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.