თეგებით ძიება

ყვავილოვანი კომბოსტოს წვიანი

ინგრედიენტები:

ყვავილოვანი კომბოსტო - 400 გ

კარტოფილი - 5 ც

ბულგარული წიწაკა - 2 ც

ნიორი - 4 კბილი

ხახვი - 3 ც

სტაფილო - 2 ც

ზეთი - 5 სკ

პაპრიკა - 1 ჩკ

ბრინჯი - 150 გ

ტომატპასტა - 1 სკ

მარილი

შავი პილპილი

ქინძი

ოხრახუში

კამა

მომზადების წესი:

სიგრძეზე დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო  მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ნახევრად მოხარშეთ, შემდეგ დაუმატეთ დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და ბრინჯი. ბოლომდე მოხარშეთ. წყლის დამატებას თუ მოითხოვს, დაუმატეთ ანადუღარი წყალი.

ცალკე ტაფაში ცხიმში ჩაშუშეთ, ჯერ დაჭრილი ხახვი და შემდეგ დაუმატეთ გრძლად დაჭრილი ბულგარულები. ორივე რომ მოიშუშება, დაუმატეთ ტომატის პასტა, პაპრიკა და კარგად მოურიეთ.

ეს მასა დაუმატეთ ქვაბში მოხარშულ ბოსტნეულის მასას. გაუკეთეთ გემოვნებით მარილი, ასევე დაჭრილი მწვანილი და ეს ყველაფერი ერთად 2 წუთი ადუღეთ.

წვნიანი მზად არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა