თეგებით ძიება

როგორ ვისწავლოთ საკუთარი შეცდომებიდან?

"ჭკვიანი კაცი უშვებს შეცდომას, სწავლობს მისგან და აღარასოდეს იმეორებს" – როი ჰ. უილიამსი (1958-), ამერიკელი მწერალი და მარკეტინგის ექსპერტი.

შეცდომების დაშვებისგან არავინ არის დაცული - ჩვენ ხომ ადამიანები ვართ! მაგრამ, თუ უბრალოდ ბოდიშს მოვიხდით და ძველებურად გავაგრძელებთ, იგივე შეცდომების გამეორების საფრთხე გვემუქრება. როდესაც შეცდომებზე არ ვსწავლობთ, საკუთარი თავის მიმართ ნდობას ვკარგავთ.

„შეცდომის დაშვება“ „მარცხი“ არ არის. წარუმატებლობა არასწორი მოქმედების შედეგია, ხოლო შეცდომა, ჩვეულებრივ, არასწორი ქმედებაა. შეცდომისგან ვერაფერს ისწავლი, სანამ არ აღიარებ, რომ ის დაუშვი. ასე რომ, ღრმად ჩაისუნთქე და აღიარე, შემდეგ კი აკონტროლე ის. მოიხადეთ ბოდიში და თქვით, რომ გამოსავალზე მუშაობთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ადამიანებს თქვენი

გამბედაობა და კეთილსინდისიერება დაამახსოვრდებათ, თავდაპირველ შეცდომას კი - დაივიწყებენ.

თქვენი აზროვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენს მიერ შეცდომების აღქმასა და, რაც მთავარია, მათდამი თქვენს რეაგირებაში. გაანალიზეთ თქვენი შეცდომა გულწრფელად და ობიექტურად. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: “რის გაკეთებას ვცდილობდი?” „რა და რატომ მოხდა არასწორად?“

შეცდომებზე სწავლა და ამ სწავლის პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს ცვლილებას.

შეცდომა ადამიანურია და ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი თავის დასჯა იმ შეცდომებისთვის, რასაც ვუშვებთ. ისინი შეიძლება იყოს შესანიშნავი შესაძლებლობა სწავლისა და განვითარებისთვის, როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა