როგორ მოვაწყოთ საძინებელი ფენ-შუის მიხედვით?
ფენ-შუი აღმოსავლური მიმდინარეობაა, რომლის მიზანიც გარე და შიდა ენერგეტიკული ველების ჰარმონიზებაა. ფენ-შუის მიხედვით, არსებობს გაუცნობიერებელი და უხილავი ძალები, რომლებიც ჩვენზე ახდენენ გავლენას. ეს არის ის ენერგია, რომელიც აქვს ბუნებას, გარე სამყაროს, ან ვიღებთ იმ ნივთებისგან, რაც ჩვენს გარშემოა. ბოლო დროს ფენ-შუის მიხედვით სახლის მოწყობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბევრს აინტერესებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახლი მყუდრო და დადებითი ენერგიის მატარებელი იყოს. მოდი, საძინებლიდან დავიწყოთ..
საძინებელ ოთახში ნივთების განლაგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადგილას ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებთ - გძინავთ, ამიტომაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია,
ფენ-შუის მიხედვით საძინებელში საწოლის განთავსება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია:
1. უპირველესყოვლისა, საწოლი განთავსებული უნდა იყოს პირით კარისაკენ, დიაგონალზე, ისე რომ ფეხები არ იყოს კარის გასწვრივ.
2. მნიშვნელოვანია სივრცე, ამიტომ საწოლი ოთახის კარიდან მოშორებით უნდა დადგათ.
3. თუ საწოლის უკან არის ფანჯარა არც ისე კარგია, რადგან ასე თქვენამდე პირდაპირ აღწევს ნებისმიერი ენერგეტიკის ნაკადი, როგორც დადებითი ისე უარყოფითი.
4. თუ საძინებელს დიდი ფანჯრები აქვს, გამოიყენეთ სქელი ფარდები, რათა თავიდან აირიდოთ ქუჩიდან შემომავალი უარყოფითი ენერგიები. სასურველი არ არის სახით ფანჯრისკენ დაძინებაც.
5. საწოლის თავი მიადგით საყრდენ კედელს.
6. სასურველია საწოლის წინ, კედლის მხარეს, ფეხებთან დავდგათ პატარა რბილი სკამი.
7. იმისათვის რომ ოთახში მუდმივად პოზიტიური ენერგია იყოს, საწოლის გვერდით უნდა დავდგათ ორი ერთნაირი ტუმბო და სანათი.
8. დარწმუნდით, რომ საწოლს აქვს სიმაღლე და მის ქვეშ ჰაერი თავისუფლად მოძრაობს.
9. მნიშვნელოვანია საძინებელში პროპორციებისა და სისუფთავის დაცვა.
10.რეკომენდირებული არ არის ძველი ნივთების საწოლის ქვეშ შენახვა, მაგალითად ჩემოდნების ან უსარგებლო ავეჯის. მოუძებნეთ მათ სხვა ადგილი.
11. ფენ-შუის მიმდევრები ამბობენ, რომ ნივთებზე ადამიანის ენერგია მთლიანად გადადის, ამიტომ შეიძინეთ ახალი მატრასი.
12. გაიტანეთ საძინებლიდან ყოველგვარი ელექტრო მოწყობილობა (კომპიუტერი, ტელევიზორი, მუსიკალური აპარატურა).
13. გაიტანეთ ოთახიდან ნათესავების ფოტოები,რომელთა სახე პირდაპირ თქვენსკენაა მომართული. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ უარყოფითი ენერგია, გაიტანეთ სარკეებიც.
14. დიდხანს შენახული ნივთები იმუხტებიან უარყოფითი ენერგიით, ასე რომ სიძველეების ადგილი საძინებელში არ არის. ასევე ნუ გამოიყენებთ წაგრძელებული ფორმის დატვირთულ ჭაღებს.
15. ფანჯარა, რომლიდანაც შემოდის სინათლე, აუცილებლად უნდა იყოს სუფთა. შეგიძლიათ დადგათ ცოცხალი მცენარე.
ფენ შუის მიხედვით, საძინებლის მოწყობის პროცესი მოთმინებასა და გონიერებას მოითხოვს. დაიწყეთ ძირითადი დეტალებით და თანდათანობით კორექტირება შეიტანეთ, რათა თქვენი საძინებლის ენერგიას უფრო მეტად შეეგუოთ. გახსოვდეთ, რომ მიზანი არ არის მხოლოდ ესთეტიკა, არამედ ისეთი გარემოს შექმნააა, რომელიც თქვენს კეთილდღეობასა და მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.