ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას ომის დამთავრებას და მშვიდობას უსურვებს.
"მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.