თეგებით ძიება

სასამართლომ გიორგი კანდელაკის შვილი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო - რა ინფორმაცია ვრცელდება 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე?

გორში, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.

გორის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებული თ.კ. რომელმაც 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა დამნაშავედ ცნო დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და გაამართლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარუდგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა