თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ავტოავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი
თურქეთში, ანტალიაში, რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია აქვრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსს მგზავრები ალანიის სასტუმროებიდან აეროპორტის მიმართულებით გადაჰყავდა.
ავტობუსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. 33 მგზავრიდან 5 ჰოსპიტალიზებულია, კიდევ 6 კი მსუბუქად დაშავდა.