თავიდანვე მქონდა ტყვედ ჩაბარების გეგმა - რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი ნოდარ ბახტურიძე, რომელიც უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა, დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი ნოდარ ბახტურიძე, რომელიც უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა, საქართველოს თავშესაფარს სთხოვს.
მისი თქმით, რუსეთის ციხეებიდან ეთნიკურად ქართველები და ქართული გვარის მქონე პირები ფრონტის ხაზზე იძულებით მიჰყავდათ.
სწორედ ასე აღმოჩნდა ციმბირის ციხიდან ბახტურიძე ფრონტის ხაზე, თუმცა შემდეგ უკრაინელ ჯარისკაცებს ტყვედ ჩაბარდა.
"მე თავიდანვე მქონდა ტყვედ ჩაბარების გეგმა, როდესაც აქ მოვდიოდი, რათა შემდეგ ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თავშესაფარი მეთხოვა. თუ საქართველოში არ გამომივიდოდა, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას ვთხოვდი თავშესაფარს. რუსეთში მე უკანონოდ ვიხდიდი სასჯელს. ოთხი წელი მიმდინარეობდა სასამართლო და ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე. ისინი უკვე ყველას მიერეკებიან წინა ხაზზე, მათ შორის ავადმყოფ ადამიანებს. ჩემს ჯგუფში ერთი მამაკაცი იყო ყავარჯნებით დადიოდა და ისიც გამოაგზავნეს აქ. მე ვფიქრობ, მათ უბრალოდ უტილიზაციაზე უშვებენ, ასე უნდათ პრობლემების მოშორება", - ამბობს ბახტურიძე.
ვიდეო იხილეთ აქ