დღეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - სინოპტიკოსები წყალდიდობასაც არ გამორიცხავენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
სინოპტიკოსების ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.