თეგებით ძიება

ეს არის მართლმსაჯულების შეურაცხყოფა - თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას მართლმსაჯულების შეურაცხყოფად აფასებს.

მისივე თქმით, გვარამიას შეწყალება ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უდრო გაარღმავებს.

"გვარამიას შეწყალება, მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ეს ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აღქმა ამ გადაწყვეტილების, არის როგორც, დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას, და ხელყოფას იმ მთავარი ფუნდამენტისა სამართლებრივი სახელმწიფოსი, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა", - თქვა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა