ქართველ ქალს, რომელიც ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული, თურქეთის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
თურქეთში, ერზრუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქართველ ქალს, რომელიც ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული. საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც თურქული მედია ოჯახის ახლობლად მოიხსენიებს.
ქართველი ქალის თურქი მეუღლე რამდენიმე დღის წინ საქათმესთან ნაჯახით არის მოკლული. სასამართლოს შენობასთან მოკლულის ახლობლები ბრალდებულებს ყვირილით და შეძახილებით დახვდნენ.
მედიაში ვრცელდება დაკავებული ქალის ჩვენება, სადაც ის ჰყვება, რომ დანაშაულს წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღოდა.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობისთვის დაკავებულმა ორივე პირმა, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და კვალის წაშლასაც შეეცადა, თუმცა მალევე, ორივე ბრალდებული დააკავეს.