"17 წლის წინ პირველად ვიგრძენი, თურმე რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას “მამა” და ამ სახელის წოდება გაამართლო" - შალვა კეკელია შვილს იუბილეს ულოცავს
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის შვილს დაბადების დღეს ულოცავს.
"გიო, მამ, გილოცავ დაბადების დღეს, 17 წლის წინ პირველად ვიგრძენი, თურმე რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას „მამა“ და ამ სახელის წოდება გაამართლო… ასევე, იმ დღეს გავაცნობიერე, რას ნიშნავს გერქვას "შვილი“ და შეძლო ღირსეული შვილობა… ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, მან ინება ჩვენი არ არსებობიდან არსებობაში შემოყვანა და ის ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა… იცოდე, ღმერთს არასდროს უღალატო, სულ გულში გყავდეს, ცხოვრება ბევრ სირთულეებს მოგიმზადებს, შეიძლება, ბევრჯერ დამარცხდე, ვერ გაუძლო ცდუნებებს, მაგრამ გახსოვდეს - ის არასდროს მიგატოვებს, თუ შენ მიუხედავად ყველაფრისა, მას არ განეშორები, იცოდე - ის ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანია… შეიყვარე ღმერთი გულით და გონებით. მიყვარხარ მამიკო ძალიან“, - წერს მამა შალვა.