გოგონებს 15 წელი სექტემბერში შეუსრულდებოდათ - რუსების სარაკეტო იერიშს დების სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. დაშავებულია 60 ადამიანი.
კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს 3 არასრულწლოვანის ცხედარიც - 14 წლის დები და 17 წლის გოგო.
"იულია და ანნა აქსენჩენკოები მე-8 კლასის მოსწავლეები იყვნენ. გოგონებს 15 წელი სექტემბერში შეუსრულდებოდათ", - წერს unian-ი.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.