თეგებით ძიება

ხშირად ჩხუბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - რას ამბობენ ადგილობრივები 45 წლის ქალზე, რომელმაც დედა მოკლა?

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ, გიორგიწმინდაში შვილმა დედა მოკლა. 

სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილ ქალსა და მის შვილს შორის ურთიერთობა მუდმივად დაძაბული იყო.

"რამდენჯერ ისმოდა, რომ ჩხუბობდნენ. დღეს რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ კონფლიქტი არ გაგვკვირვებია. თითქოს ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მკვლელობას ვერ წარმოვიდგენდით", - ამბობენ გიორგიწმინდაში.

სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, 45 წლის ქალმა, დედას სასიკვდილო ჭრილობები მუცელში ცივი იარაღით მიაყენა. ქალი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა