თეგებით ძიება

მდინარე ლიახვში გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე ლიახვში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.

სავარაუდოდ, ცხედარი ეკუთვნის 22 წლის ბიჭს, რომელიც გუშინ , სოფელ თედოწმინდასთან მეგობრებთან ერთად ლიახვში ბანაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა.

როგორც თედოწმინდელები ამბობენ, ბიჭები მდინარე ლიახვის სანაპიროზე დევნილთა დასახლებიდან მივიდნენ. თედოწმინდელები იმასაც აღნიშნავენ, რომ არ იყო საბანაო ადგილი, რადგან მდინარე ადიდებულია და სწრაფი დინება აქვს.

სამძებრო სამუშაოები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა