ქალბატონებს მოგვიქსევენ შეურაცხყოფებით და შემდეგ ელოდებიან რეაქციებს - ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ოპოზიციას შეურაცხყოფების გარდა სხვა სათქმელი აღარ აქვს.
"ეს არის სახე. ეს არის სახე ჩვენი დეგრადირებული, გაუბედურებული ოპოზიციის, დესტრუქციული ოპოზიციის. უსუსური მცდელობაა, რომ რაღაც მარტივი შეურაცხყოფებით, პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან და სხვა სათქმელი აღარ აქვთ. მომისმინეთ ქალბატონებო, აქ ტაქტიკა აქვთ რაღაც, ქალბატონებს მოგვიქსევენ შეურაცხყოფებით და შემდეგ ელოდებიან რეაქციებს. ეს ძალიან მარტივი პროვოკაციებია, მე არ ვაპირებ თქვენზე ემოციების დახარჯვას, ხალხს რომ გავაგებინო თქვენი მოღალატეობრივი საქმიანობა", - განაცხადა პრემიერმა.