თეგებით ძიება

„შლოპანცის“ ნაცვლად „შლაპუნა“ - ენათმეცნიერების ინსტიტუტი ქართულ სიტყვებს „აცოცხლებს“

ენათმეცნიერების ინსტიტუტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გავაცოცხლოთ ქართული სიტყვები!

✦ღია ფეხსაცმლის ერთ-ერთ სახეობას ეძახიან „შლოპანცს“. ეს სიტყვა ბარბარიზმია, რუსული ენიდან არის შემოსული და არცერთ ქართულ ლექსიკონში არ დასტურდება.

✦ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა „შლოპანცის“ ნაცვლად „შლაპუნა“ შემოგვთავაზა.

✦ამ სიტყვის შესახებ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ:

„შლაპუნა (შლაპუნასი) – რაც შლაპუნის ხმას გამოსცემს. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე (აკაკი).“

✦სიტყვა „შლაპუნი“ კი ასე განიმარტება:

„შლაპუნ-ი (შლაპუნისა) მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა. აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, _ თქვა ცეცომ…, _ მათრახი კი არა, კაი საკამბეჩე იფნის სახრე და იმათი ჯანი! (ს. მგალობ.). დათუას არ ესმოდა… ვენახის გვერდით წყალში თევზების შლაპუნი (შ. არაგვ.).“ – წერია პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა