თეგებით ძიება

რუსეთი სუმის ოლქს დრონებით დაესხა თავს - დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი

უკრაინაში, რუსეთის მიერ სუმის ოლქზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი, ადასტურებს.

"სუმის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული ძალები ქალაქს კამიკაძე დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. 11:06 საათზე, უკრაინამ საჰაერო განგაში გამოაცხადა სუმის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. მშვიდობიანი მოქალაქეები გააფრთხილეს რუსი ოკუპანტების მხრიდან შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით," - აცხადებდნენ უკრაინის საჰაერო ძალები.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა