ვინ არის ქართველი სამხედრო, რომელმაც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, ავარიაში მოყოლილი ავტომობილიდან ადამიანები ამოიყვანა?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარ დავითაძე ქართველი ჯარისკაცის, გოჩა ნონაშვილის გმირობის შესახებ წერს, რომელმაც ავარიაში მოყოლილი მანქანიდან, თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად ამოიყვანა ოთხი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.
"გუშინ გამთენიისას გოჩა ნონაშვილმა,რომელიც მსახურობს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის 12 ბატალიონში კაპრალ-სპეციალისტის წოდებით, ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა,მან მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად ამოიყვანა ოთხი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე და მისი მოსვლის შემდეგაც აქტიურად ეხმარებოდა მედ პერსონალს. სწორედ გოჩას ძალისხმევით მოხერხდა ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
აი,ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!
ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება ყველამ თითო მოწონება და გაზიარება არ დავიზაროთ,ქვეყანა უნდა იცნობდეს და ჯეროვნად აფასებდეს მის გამორჩეულ მამულიშვილებს!!!“, – აღნიშნულია პოსტში.