თეგებით ძიება

აფეთქება თხევადმა გაზმა გამოიწვია... დაშავდა ერთი ადამიანი - თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მომხდარი აფეთქების დეტალები

ზესტაფონი-თერჯოლის გზაზე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება თხევადმა გაზმა გამოიწვია.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებული კლინიკაშია გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. გაზგასამართი სადგურის გარდა დაზიანდა გვერდით მდებარე მაღაზიის შენობაც.

ფაქტზე გამოძიება, სსსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა