თეგებით ძიება
07. 07. 2023 მსოფლიო

ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა - რა ხდება უკრაინაში?

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო აცხადებს, რომ რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

მისი თქმით, მტერმა S-300 ტიპის რაკეტები გამოიყენა. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობაში მსხვერპლი არაა.

"S-300 ჭურვები მრავალათასიან ქალაქში ინფრასტრუქტურულ ობიექტს შუა დღის განმავლობაში მოხვდა. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაბომბვის შედეგების აღმოფხვრაზე სპეციალისტები მუშაობენ", - წერს მალაშკო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა