თეგებით ძიება

„სხვანაირები იყვნენ... სხვანაირების ადგილი კი ალბათ არ არის ამ ცოდვილ მიწაზე... - რას წერენ სვანეთში დაღუპულ ბიჭებზე?

 სვანეთში, მულეხის გზაზე მომხდარ ავარია, 2 ახალგაზრდა - გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე ემსხვერპლა

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. 

ორივე გარდაცვლილის ცხედარი ნაპოვნია.

არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.

„საშინელი ღამე იყო უშგულში...

ღამის 3 საათზე ტელეფონი რეკავს ...

ნუკრი ლევანს აღვიძებს და მიდიან... 

ჩვენ გვეუბნებიან, რომ მხოლოდ მანქანა არის ამოსაყვანი...

არ დაგვიჯერებია... 

დედიკომ თქვა ცუდი ამბავი რო იყოს, კივილი მოგვესმებაო, სტიქიის დროს მურყმერიდანაც კი ისმოდა კივილიო...

ვიდექით მე და დედა ფანჯარასთან და ვცდილობდით გამოგვეცნო რა ხდებოდა...

ვიდექით და ვუყურებდით საით მიდიოდა ჩვენი მანქანა...

ვიყურებით ფანჯრიდან საიდანაც მთელი უშგული მოჩანს...

ყველა ეზოდან მანქანა გამოდიოდა და ქვევითკენ მიდიოდა ...

ძნელი გამოსაცნობი არ იყო რო რაღაც საშინელება ხდებოდა...

და აი თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები... 

გამორჩეული უშგულელი გიორგების საშველად...

საძებნელად...

ნეტა ეს ყველაფერი წუხელ დამსიზმრებოდა... 

როგორ ვეხვეწებოდი გიო რატიანს "დედე"ში მთავარ როლში უნდა გადაგიღო, ძაან სიმპატიური ხართქო, ჩემ ნათქვამზე ეცინებოდა ... 

არ დამთანხმდა...

არა არ მეჩვენებოდა სხვანაირები იყვნენ ... 

და სხვანაირების ადგილი კი ალბათ არ არის ამ ცოდვილ მიწაზე... - წერენ მეგობრები ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა