თეგებით ძიება

ადამიანის ტვინს სიჩუმისა და ხმაურის ერთნაირად აღქმა შეუძლია - კვლევა

გესმის სიჩუმის ხმა? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება უფრო ფილოსოფიის ლექციაზე გაეცეს, ვიდრე სამეცნიერო ლაბორატორიაში, თუმცა უახლესი კვლევის მიხედვით, ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ „მოისმინონ“ არარსებული ხმაური. თუ ეს დასკვნა დასაბუთდება, ის მკვლევარებს დაეხმარება უკეთ გაიგონ, თუ როგორ აღიქვამს ადამიანის სმენის სისტემა ჩვეულებრივ და უხმო ბგერას.

„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ სიჩუმე კოგნიტურად, მაგრამ გავიხილავთ თუ არა მას აღქმადად, სხვა საკითხია“, - თქვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფიილოსოფოსმა ნედ ბლოკმა. 

„ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები, ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები კამათობდნენ, თუ როგორ რეაგირებს გონება სენსორული წვდომის არარსებობაზე. მაგრამ ეს დებატები ხშირად საკმარისი არ იყო იმის გასაგებად, თუ როგორ აღიქვამს ჩვენი კოგნიტური სისტემები თვალებიდან, ყურებიდან და გრძნობებიდან შემოსულ სიგნალებს. ბევრი კვლევა ფოკუსირებული იყო ისეთი საგნების აღქმაზე, როგორიცაა მაგიდები, ღრუბლები და ხეები, მაგრამ არყოფნა-არარსებობა განიხილებოდა, როგორც რაღაც მართლაც აბსტრაქტული, ეგზოტიკური, „შავ ხვრელი“. თუმცა, მნიშვნელოვანია ვაცნობიერებდეთ, როგორ აღვიქვამთ ასეთ აბსტრაქციას. როცა ქუჩას კვეთთ, რწმუნდებით, რომ მანქანები არ მოძრაობს, ან თუ თქვენს პატარას სძინავს, უნდა აკონტროლოთ ოთახიდან გამომავალი მისი ხმა,“ - თქვა ამსტერდამის უნივერსიტეტის ფილოსოფოსმა ანა ფარენიკოვამ.

მკვლევარებმა აუდიტორიაში ცდა ჩაატარეს - წარმოადგინეს ერთდროულად ორი ბგერა: ორღანი, რომელიც უკრავს მდგრად ნოტზე და, მომუშავე ძრავა. ორივე ბგერის ჟღერადობისას უცებ ერთ-ერთი გაჩერდა, რის შედეგადაც ნაწილობრივი სიჩუმე ჩამოვარდა. მკვლევარებმა ეს  ხუთჯერ გაიმეორეს. პირველი ოთხი პაუზის დროს ორღანი გაჩერდა, ხოლო ძრავა გუგუნის ხმას ისევ გამოსცემდა. მეხუთე და უკანასკნელი დუმილის დროს ძრავის ხმაური შეწყდა, როცა ორღანი უკრავდა. მსმენელებმა თქვეს, რომ ბოლო დუმილი პირველ ოთხზე ხანგრძლივი მოეჩვენათ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ისინი ერთსა და იმავე დროს ხელახლა იწყებოდა და გრძელდებოდა.

ექსპერტების ვარაუდით, სიჩუმეზე დაფუძნებულ ილუზიებს ბგერაზე დაფუძნებული ილუზიების მსგავსად აღვიქვამთ. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ტვინმა შეიძლება გამოიყენოს ერთი და იგივე მექანიზმები როგორც როგორც მჟღერი, ასევე უხმო ბგერების „დასამუშავებლად“.

„ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ადამიანის გონება სიჩუმეს აღიქვამს, როგორც აკუსტიკური დამუშავების სათანადო წყაროს და, გარკვეულწილად, ბგერების შემცვლელს“, - თქვა ფსიქოლოგმა ჩას ფაიერსთოუნმა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფილოსოფოსი, სანტა კრუზი, ასევე აღნიშნავს: „ეს საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ სმენის სისტემა სიჩუმეს ისე იგებს, როგორც მჟღერ ბგერას“.

წყარო: https://www.science.org/content/article/our-brains-may-process-silence-and-sounds-same-way 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა