თეგებით ძიება

ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად ახალი კომპანია დააარსა

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა და Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თავისი ახალი სტარტაპის xAI შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, xAI-ში DeepMind-ის, Google-ისა და Microsoft-ის ყოფილი თანამშრომლები იმუშავებენ.

„ვაცხადებ xAI-ის შექმნის შესახებ, რათა გავიგო რეალობა“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე. ამის შემდეგ კი xAI-ს Twitter-ზე გამოქვეყნდა ტვიტი: „რომელი ფუნდამენტური კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი?“.

ამასთან, 2023 წლის მართში ილონ მასკმა 1000-ზე მეტ ექსპერტთან ერთად ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლის ავტორებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის სულ მცირე 6 თვით შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ არ ჩამოყალიბდება უსაფრთხოების საერთო პროტოკოლები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა