„ბოლო ზარი დაფიქსირდა მეგობრებთან, 2 საათზე“ - ახალი დეტალები დაკარგული 21 წლის ბიჭის შესახებ
მე-4 დღეა, თბილისში 21 წლის ბიჭს ეძებენ.
პოლიციამ მისი ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი თბილისის ზღვაზე ნახა.
"თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ, ძალიან გთხოვთ, დაგვიკავშირდით... საკონტაქტო ნომერი: 577 01 59 45", – წერს ლუკას დეიდაშვილი სოციალურ ქსელში.
გამოკითხეს პირი, ვისთანაც ლუკა ლაცაბიძეს ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ ქოლცენტრში მუშაობდა, ამას მისი ახლობლები პირად საუბრებში ადასტურებენ.
„მე თვითონ დავურეკე პარასკევს საღამოს, მას მერე აღარ მქონია კონტაქტი. მაგრამ დაფიქსირდა მეგობრებთან ბოლო ზარი, 2 საათზე. მე თვითონ ვნახე ბოლო დღეს ჩემი შვილი, არავითარი კონფლიქტი. პირად საკითხებზე ვისაუბრეთ. როგორც ყველა სტუდენტი დასაქმებული იყო ხან სად, ხან სად, როგორც მოუხერხდებოდა ხოლმე“, - ამბობს ლუკას დედა.
წყარო: „მთავარი არხი“