თეგებით ძიება

„ვაახ სად შეიკრიბეთ ამდენი ერთად კაცოო ან ვინ შეგყარათ?“ - ვის მიმართავს გიორგი ფოფხაძე

ტელევიზორს მაინც არ უყურებთ, ან ბოლო ბოლო "ნეტფლიქსს" ან "ამაზონ პრაიმს". შემთხვევით მაინც რომ მოგესმინათ პუშკინი ვინ იყო? - საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ქობულეთის მერიის თანამშრომლებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

„ქობულეთის მერია / Kobuleti City Hall 

რა მაინტერსებს იციით?.. კაი სტალინის ქუჩას გადაარქვით სახელი და მაგაში გეთანხმებით მარაა.. აი ალექსანდრ სერგეის ძე პუშკინმა, დიდმა მსოფლიო კლასიკოსმა და რუსეთის იმპერიისგან, იმპერიის კრიტიკის გამო  დუელის პროვიცირებით მოკვდინებულმა  რა დაგიშავათ?

გავიგე რომ, წიგნთან მწყრალათ ბრძანდებით მაგ კანტორაში და როგორც ბოროტი ენები ამბობენ არც თქვენი "დელეცი" მერი ბრწყინავს ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასობგერის უშეცდომოდ  ჩამოთვლით მაგრამ, ბიჯოოო, კაი წიგნს და გაზეთს ვერ კითხულობთ მარაა, თქვენი ჩამამრეკი თქვენი, ტელევიზორს მაინც არ უყურებთ, ან ბოლო ბოლო "ნეტფლიქსს" ან "ამაზონ პრაიმს". შემთხვევით მაინც რომ მოგესმინათ პუშკინი ვინ იყო? 

ვაახ სად შეიკრიბეთ ამდენი ერთად კაცოო ან ვინ შეგყარათ?“ - წერს გიორგი ფოფხაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა