თეგებით ძიება

ერთი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, ერთს კი მოგლეჯილი ხე დაეცა - მილანის გარეუბნებში სტიქია მძვინვარებს (ვიდეო)

მილანის გარეუბნებს ტორნადომ გადაუარა. საბედნიეროდ, სტიქია პარასკევს, 21 ივლისს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს მიაღწია. განსაკუთრებით დაზარალდა ჩინიზელო-ბალზამოს და სესტო-სან-ჯოვანის პროვინციები.ვრცელდება ცნობები შენობების დაზიანებისა და ნგრევის, ასევე, მსხვერპლის შესახებაც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი ადამიანი მეხის დაცემის შედeგად გარდაიცვალა, ერთ ქალბატონს კი ფესვებიანად მოგლეჯილი ხე დაეცა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. თუმცა ეს ინფორმაციები ოფიციალურ სამსახურებს არ დაუდასტურებიათ. ტორნადოს კოკისპირული წვიმაც დაემატა, რამაც რამდენიმე რაიონის დატბორვა გამოიწვია. სერენოს ქუჩებში კი ყინულის მდინარეები მიედინებოდა.

წყარო: nostal.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა