თეგებით ძიება

საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული მიხეილ სააკაშვილის საკითხის ლობირებაში - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საელჩოდან მესამე პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობიზმში არვინ ყოფილა ჩართული. ელჩს ჟურნალისტებმა "ფარას" დოკუმენტთან დაკავშირებით ჰკითხეს.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ რამდენჯერმე, რომ ამერიკის საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული მიხეილ სააკაშვილის საკითხის ლობირების საქმეში. ამერიკის საელჩო ფარას დოკუმენტში ნახსენები იქნა იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ლობისტმა დაურეკა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს. ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს არაფერს, გარდა იმისა, რომ ტელეფონის ზარზე იქნა გაცემული პასუხი", - ამბობს კელი დეგნანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა