გლდანში, ავარიის დროს დაზიანდა გაზის მილი, იყო აფეთქების საშიშროება - Tbilisi Energy-ის სპეციალური განცხადება
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბუნებრივი გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც აფეთქების საშიშროება იყო. უწყების თქმით, ამჟამად უსაფრთხოება სრულად დაცულია.
"გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულა", - ნათქვამია თბილისი ენერჯის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 29 ივლისს, გლდანში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ქალი ადგილზე დაიღუპა.