"კაცი რომ აგინებ საკუთარ ან სხვის დედას, ხარ არაკაცი, ამოიღეთ მეტყველებიდან ეს საზიზღრობა!" - დომენიკ მანგო
სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კაცი, რომელიც აგინებს საკუთარ ან სხვის დედას არის არაკაცი.
"კაცი რომ აგინებ საკუთარ (ან სხვის) დედას, ხარ არაკაცი! დიდი ხანია ქუჩაში აღარ მომისმენია ეს საზიზღრობა და ძალიან მიხარია, ესეიგი რაღაც კიმპლექსი შეიქმნა, მაგრამ იშვიათ არაკაცებს ჯერ კიდევ წამოსცდება საკუთარი დედის გინება. ამოიღეთ მეტყველებიდან ეს საზიზღრობა! სირცხვილია!
ამით ადამიანის დამცირების მცდელობა არის უკიდურესი სიბრიყვე და გაუნათლებლობა! შეაგროვეთ იმდენი სიტყვათა მარაგი, რომ თქვენს სიბრაზეს თუ აგრესიას შესატყვისი სიტყვები მოუძებნოთ გინების გარეშე", - წერს დომენიკ მანგო.