თეგებით ძიება

რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? - კარასინი ბათუმის მოვლენებზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი ბათუმში სოჭიდან შესული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია.

საინტერესოა, რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? – პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც“, – წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა