თეგებით ძიება

რა გაძვირდა და გაიაფდა საქართველოში?

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე კი 0,3% იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1%-ით განისაზღვრა.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასების წლიური პროცენტული ცვლილება შემდეგნაირად გადანაწილდა:

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები 11,1%-ით გაიზარდა, რაც 0,59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები უმეტესწილად მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: 

საფინანსო მომსახურება - 27,9%;

პირადი ჰიგიენა - 9,0%;

ფასებმა მოიმატა საცხოვრებელი, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფშიც, სადაც მატებმა 4,9% შეადგინა. ჯგუფის წვლილი წლიურ ინფლაციაში 0,51% არის. ფასები გაიზარდა: 

საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთების ქვეჯგუფში და ზრდამ 12,3% შეადგინა;

ფაქტიურლი გადასახადი საცხოვრებლებზე - 10,3%-იანი ზრდა;

ალკოჰოლური სასმელები და თაბაქოს ჯგუფის პროდუქტები გაძვირდა 6,3%-ით, რაც 0.43

პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია: 

ალკოჰოლურ სასმელებზე - 7,5%-ით;

თამბაქოს ნაწარმზე - 5,0%-ით;

წინა წელთან შედარებით 1,2%-ით მოიმატა ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, თუმცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვს გამოყოფილი ის ქვეჯგუფები და პროდუქტები, რომლებიც გაძვირდა.

ფასების კლებაა აღწერილი ტრანსპორტის ჯგუფში, სადაც ფასები 12,1%-ით შემცირდა, რაც -1,53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე:

ფასი შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 18,6%-ით;

ამასთან ერთად, 3,8%-ით გაძვირებულია სატრანსპორტო მომსახურება;

ფასების 6,9%-იანი კლება დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, რაც -0,57 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე: 

17,3%-ით შემცირდა ფასები აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე; 

12,5%-ით გაიზარდა ფასები ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;

6,4%-ით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურეობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა