მდიდრების სახლებს ძარცვავდნენ - იტალიაში ქართველების ბანდა დააკავეს?
იტალიის ქალაქ ტრიესტის პოლიციამ ქართველები დააკავა, რომლებიც მდიდრების სახლებს ძარცვავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების კრიმინალური დაჯგუფება ძვირფასეულობას, საათებს, ოქროს ზოდებს იპარავდა. ასევე მათ ნახევარ მილიონ ევრომდე ნაღდი ფული მოიპარეს.
ქართველების ბანდა განსაკუთრებით მდიდრების სახლებს ძარცვავდა. სახლზე თვალთვალის შემდეგ ისინი იქ შედიოდნენ - ძირითადი სამიზნე სეიფები იყო. კრიმინალები ძალზე პროფესიონალურად მოქმედებდნენ და დანაშაულის ადგილზე კვალს არ ტოვებდნენ.
ბანდაში შედიოდნენ პირები, რომლებიც ბინების და სეიფების გასატეხად აუცილებელი ინსტრუმენტების მიწოდებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ასევე ისინი, ვინც ნაძარცვს საქართველოში აგზავნიდნენ, ეს ძირითადად ავტობუსების გამოყენებით ხდებოდა.