2 ტყვია აქვს თავში ნასროლი - ლილოში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
ლილოში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები ნობილია - ტვ პირველის ინფორმაციით, რომან ისაევზე თავდასხმა მის მაღაზიაში განხორციელდა. ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ტექსტილის მაღაზია აქვს, შეიარაღებული პირი ჯერ საქმის გასარჩევად ქუჩაში გასვლას აიძულებდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა.
დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.
პოლიცია შეიარაღებულ დამნაშავეს ეძებს. მისი ვინაობა სავარაუდოდ, ცნობილია, რადგან დაპირისპირებისა და დაჭრის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა გადაიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.