ძალიან შეშინებულები იყვნენ, შემოვიდა ცოლ-ქმარი, პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო - როგორ იხსენებს ონის კლინიკის ექიმი სტიქიის დღეს?
პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო, - ონის კლინიკის ქირურგი, ნიკა გურგენიძე სტიქიის დღეს იხსენებს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, პირველად საავადმყოფოში ახალგაზრდა ოჯახი მიიღო.
„რასაც ჰყვებოდნენ, იმხელა მასა წამოვიდა იქ, რომ ძალიან ძნელი სათქმელია ვის რა შანსი ექნებოდა გადარჩენის. პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო. სტრესი დიდია, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა გაიზარდა. უფრო მეტად გაცნობიერდა ის, რომ ადამიანი ადამიანის გვერდში დგომით არის ძლიერი“, – საუბრობს ექიმი.