თეგებით ძიება

ბავშვს შეიძლება ტემპერატურა 39 გრადუსამდე აეწიოს - რა შეიძლება მოხდეს სიცხეში?

სიცხემ შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს.

სიმპტომები, რომლებიც შესაძლებელია გადახურებამ გამოიწვიოს:

ტემპერატურის მატება 38 გრადუსამდე;

კანის გაცივება სიცხის მიუხედავად;

ჭიანჭველების მსგავსი ჟრუანტელი ტანში;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა, სისუსტე გაბრუებამდე;

ოფლიანობა;

წყურვილი;

გაღიზიანებადობა;

გულისრევა და/ან ღებინება.

სითბური დარტყმის სიმპტომები:

სხეულის მაღალი ტემპერატურა - 40 გრადუსამდე;

ოფლიანობის ნაკლებობა;

დაბნეულობა, დეზორიენტაცია;

კანი ცხელი, მშრალი, წითელი;

გულისრევა, ღებინება, დიარეა;

ძლიერი თავის ტკივილი;

კრთომა, კანკალი

ყველაზე ხშირად, ჯერ სხეულის გადახურება ხდება, ხოლო თუ დროულად არ მიიღეთ ზომები, მას სითბური დარტყმა მოჰყვება ბევრად უფრო უსიამოვნო და სერიოზული შედეგებით.

ეს მდგომარეობები არ უნდა აგვერიოს მზის ალერგიაში, რომელიც ძირითადად კანის გამონაყარით, ზოგჯერ ქავილით ვლინდება, მაგრამ ზემოთ აღწერილი სხეულის რეაქციები არ ახასიათებს. თუ ბავშვს აქვს ალერგია მზეზე, აუცილებელია სასწრაფოდ გადაიყვანოთ ჩრდილში, გრილ ოთახში, მიეცით ანტიჰისტამინი და კანი პანთენოლის შემცველი კრემებით დაუმშვიდეთ.

რომელი ბავშვები არიან ყველაზე მგრძნობიარენი სიცხის მიმართ?

ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები - ძლიერ სიცხეში უფროსების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რადგან მათთვის სითბური დარტყმის შედეგები შეიძლება უფრო მძიმე იყოს.

ჭარბწონიანი ბავშვები, რომლებსაც უკვე აქვთ მზის დამწვრობა სხეულზე, ან რომლებიც ამჟამად ავად არიან, სითბური დარტყმის გაზრდილი რისკი აქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა