თეგებით ძიება

რეტროს სტილი ინტერიერში - აღწერა და ფოტონიმუშები

რეტრო სტილი ინტერიერის დიზაინისთვის უნიკალური მიმართულებაა იმიტომ, რომ არასდროს ძველდება და ყოველთვის ყურადღებას იქცევს თავისი ელეგანტურობითა და კონტრასტულობით. სირთულე სიმარტივეში — სწორედ ეს არის რეტრო.

სად გადის ზღვარი რეტროსა და ვინტაჟს შორის? რითია ეს სტილი გამორჩეული და რატომ არის რეტრო რემონტი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკული და მომგებიანიც? მოდი, ერთად გავარკვიოთ.

ретро

რა არის რეტრო?

რეტრო საკმაოდ ფართო გაგებაა. ზოგისთვის რეტრო ნიშნავს ყველაფერს, რაც 30–50 წელზე დიდი ხნისაა, ზოგისთვის  ეს  1930–1950 წლებია, ზოგი კი ამ რეტროს სტილს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარს უკავშირებს. რომელია აქედან სიმართლე?

თუ რეტროს სტილის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ გაგებას მივყვებით, ის სათავეს 1850-იანი წლებიდან იღებს. ამ დროს ნამდვილი რეტრო ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეს უფრო როკოკო შერეული რეტრო იყო:  ნაკეცები, ორნამენტები, დახრილი შანდლები და მოოქრული ელემენტები. თუმცა, ფორმები უფრო მკაცრი და მარტივი ხდებოდა. ინტერიერში ჭარბობდა ღია, ნეიტრალური ან მუქი, ღრმა ფერები ოქროსფერ დეტალებთან ერთად. ამ დროისთვის დამახასიათებელი იყო კედლის დეკორაციები — ხის ჩარჩოიანი ნახატები, შპალერები და ოქროსფერი შტრიხები.

Ретро стиль в интерьере: описание и фото-примеры – Rehouz

რეტრო სტილი გარკვეული დროის განმავლობაში ფაქტობრივად გაჩერდა და1950-იან წლებამდე თითქმის არ შეცვლილა. მიზეზი იყო მსოფლიო ომი, რომელმაც ადამიანებს ესთეტიკა დაავიწყებინა. ომის შემდეგ კი, როცა ხალხი მკაცრი ყოველდღიურობისა და ფერების ნაკლებობისგან დაიღალა, სტილმა ნამდვილი რენესანსი განიცადა. სწორედ ამ დროს იწყება რეტროს აყვავება - ეს უკვე ვინილის ფირფიტები, დახვეწილი ხაზები, მკაფიო და გააზრებული ფორმები, ენდი უორჰოლი და მერილინ მონროა.. სიმარტივე, რომელიც შერწყმულია ელეგანტურ მინიმალიზმთან, ქმნის ხასიათს, რომელიც დღესაც პოპულარულია თავისი დახვეწილობითა და გონივრული გადაწყვეტებით.

Ретро-стиль в дизайне интерьера квартиры и дома студия a-rem

რეტროს მთავარი ელემენტები - კედლები, პრინტები და მოპირკეთება

თანამედროვე რეტრო სტილი არც ფუფუნებას ითხოვს და არც უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებას. ის თანამედროვე მასალებით შექმნილი ავეჯი და დეკორია, რომელიც რეტროს დროინდელი ატმოსფეროს იმიტაციას ახდენს. ამ სტილის ერთ-ერთი მოთხოვნა ხარისხიანი მასალები და იდეალურად შესრულებული სამუშაოა. სწორედ ამიტომ ხშირად რეტრო ვინტაჟში ერევათ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ვინტაჟი მოითხოვს ავთენტურობას, მაშინ როცა რეტრო მხოლოდ იმდროინდელი სტილის იმიტაციაა. ანუ, თუ რეტროს სტილში ავეჯის ან შპალერის შეძენა ჩვეულებრივ მაღაზიაში შესაძლებელია, ვინტაჟური ნივთები, როგორც წესი, მხოლოდ ანტიკვარულ ბაზრობებზე იყიდება.

Дизайн дома в стиле ретро - 77 фото

რეტროს სტილს ავეჯსა და ნახატებში მკვეთრი ფერები და მკაცრად გააზრებული ხაზები ახასიათებს. ნახატები ჩარჩოების გარეშე, ფერადი ან შავ-თეთრი აბსტრაქტული პრინტები, პრიალა ზედაპირები და ბრწყინვალება - სწორედ ამ მახასიათებლების დამსახურებით რეტრო დღესაც პოპულარულია.

მრავალსართულიან სახლში მდებარე ბინისთვის რეტროს სტილი შესანიშნავი არჩევანია. უფრო ძველი ეპოქის ინტერიერისთვის საჭიროა მეტი სივრცე და სიმაღლე, რაც თანამედროვე ბინებში იშვიათად გვხვდება.

რეტრო გააზრებული ელეგანტურობაა, სილამაზე იქ, სადაც მისი ადგილია. მაგალითად, კედლები შეიძლება უბრალოდ ერთი ფერის საღებავით შეღებოთ ან შპალერი გააკრათ.  ამ სტილისთვის დეკორის ბევრი ელემენტი საჭირო არაა — აქ უფრო მნიშვნელოვანი ფერებისა და ხაზების თამაშია. მკვეთრი კონტრასტები შერწყმულია რბილ მომრგვალებულ ფორმებთან, ცივი და სადა გარემო თბილ და მხიარულ პრინტებს ერწყმის.

Ретро стиль в интерьере | 1000 ремонтов

რეტროს სტილში საინტერესო აქცენტებია ფარდებსა და ნახატებზე. ფარდებს როკოკოს გავლენა ჯერ ისევ ეტყობათ -  ისინი შეიძლება მძიმე ატლასისგან ან ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილისგან იყვნენ შეკერილი და მსხვილი ან საშუალო ზომის ნაკეცები ჰქონდეთ. 

რეტროს სტილის ჭაღებს უბრალო და მარტივი ფორმები აქვთ. რეტრო დიდ მოთხოვნებს არც კედლების მოპირკეთების მხრივ აყენებს — მთავარი აქ დეკორის ელემენტებია: გრამაფონი, ფირფიტები, ნახატები, დაბალბეწვიანი ხალიჩები და თუნდაც ვაფლის პირსახოცები სასურველ ატმოსფეროს ქმნიან.

ავეჯი რეტრო სტილში

ретро

რეტროს სტილის ავეჯი მკაცრი ფორმებითა და ხაზებით გამოირჩევა, თუმცა ამ მკაცრ სტილშიც კი შეიძლება ორიგინალური დიზაინი გამოვლინდეს. მაგალითად, დაგრძელებული საზურგეები და ასიმეტრიული ფორმები, მაგრამ რაც მთავარია — ავეჯი დასრულების შთაბეჭდილებას უნდა ქმნიდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ავეჯის ხარისხი. რეტრო ხშირად გულისხმობს მყარი და გამძლე ხის მასალას სიპრიალის გარეშე. თუ ამ სტილს ირჩევთ ასეთი ავეჯი სახეს ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს და რაც მთავარია — რეტრო არასდროს გადადის მოდიდან.

ретро

რეტროს სტილის ავეჯში (სკამები ლოგინები, კარადები) ლითონიც ხშირად გვხვდება. კარადა რეტრო სტილში უფრო პატარა ზომის ფეხებიანი კომოდები ან ვიტრინაა, ვიდრე დიდი ზომის  გარდერობი, რომელიც მთელ კედელს ფარავს. 

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ რეტრო სტილის ინტერიერის მოწყობისას რაც შეიძლება თამამი უნდა იყოთ და ყველაზე წინ საკუთარი პიროვნება და განსხვავებულობა წამოწიოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა