თეგებით ძიება

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძებისთვის დღე მშვიდად, ზედმეტი ნერვიულობისა და განსაკუთრებული მოვლენების გარეშე ჩაივლის. ყველა სირთულე ჩვეულებრივ, სამუშაო რეჟიმში გადაწყდება. ჯობს, მნიშვნელოვანი ან უჩვეულო საქმე არ დაგეგმოთ და ეცადეთ  ოჯახს და საყვარელ ადამიანებს რაც შეიძლება მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

კურო

შეგიძლიათ მოვლენების მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინოთ და ისეთი შედეგი მიიღოთ, როგორზეც ოცნებობდით. პროფესიულ საქმიანობაში ვარსკვლავების მხარდაჭერას მიიღებთ და იმ საქმის დასრულებასაც კი შეძლებთ, რაც თქვენს მოვალეობებში არ შედიოდა. სასიამოვნო ბონუსების გარდა, ეს კოლეგების აღიარებას მოგიტანთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. გირჩევთ საღამო სახლის გარეთ გაატაროთ - ნაცნობობა, რომელიც ამ დღეს გელით, მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფიზიკური დატვირთვა და საქმიანი აქტივობა შეამციროთ. ბევრმა ტყუპებმა შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოს და თავის ტკივილმა ან ზოგადმა სისისტემ შეაწუხოს.  თუ შესაძლებელია, განმარტოვდით და ტელეფონი გამორთეთ - ეს განტვირთვასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. სასურველია, რომ მნიშვნელოვანი საქმეები  სხვა დღისთვის გადადოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ისეთი განცდა გაქვთ, რომ გარშემო ყველაფერს მართავთ და მართლაც ასეა. საკმარისია რამე გაიფიქროთ, რომ იმ მიმართულებით ცვლილებები ხდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს არა მხოლოდ კარგ, არამედ ცუდ ფიქრებსაც ეხება, ამიტომ უარყოფით ემოციებს მოერიდეთ, რომ სარკისებრი ეფექტი არ მიიღოთ. 

ლომები

ეს დღე არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს, არამედ სულიერ და მატერიალურ წინსვლასაც მოგიტანთ. ბევრი ლომი პროფესიული განვითარების ან განათლების მიღების მიმართულებით  შეთავაზებას მიიღებს. ზოგს ფინანსური წარმატებისა და სულიერი სიმშვიდეს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევს და დიდი შანსია, რომ მეორე გზას აირჩევთ.

ქალწული

ერთმხრივ, შეუზღუდავი შესაძლებლობები გაქვთ, მეორე მხრივ კი საკუთარ ეჭვებს ვერ ერევით. წარმატებას მხოლოდ ის მიაღწევს, ვინც შიშებსა და კომპლექსებს მოერევა და მომავლისკენ ნაბიჯს გადადგამს. თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, უკან  ნუ დაიხევთ და თამამად იმოქმედეთ.  დიდი ამოცანები ნუ შეგაშინებთ — თქვენ  მათ პატარა ნაწილებად დაყოფას და წარმატებით შესრულებას შეძლებთ.

სასწორი

შესაძლოა, რეალობას ბოლომდე სწორად არ აღიქვამთ და ის უფრო მკაცრია, ვიდრე გეგონათ. რაც არ უნდა ხდებოდეს, საკუთარი სურვილები და პრიორიტეტები არ დაგავიწყდეთ. შეეცადეთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სურვილი აისრულოთ — ის, რაც შიშის ან მოუცლელობის გამო აქამდე ვერ შეძელით. ეს არა მხოლოდ გაგაბედნიერებთ, არამედ თვითშეფასებასაც მნიშვნელოვნად აგიმაღლებთ.

მორიელი

მორიელებს ამ დღეს სიფრთხილე მართებთ — გადახედეთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და საჭიროების შემთხვევაში, ტაქტიკა შეცვალეთ. შესაძლოა, თქვენს უახლოეს გარემოცვაში შურიანი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც თქვენს დაზარალებას ეცდება. ეს რომ ვერ შეძლოს, ეცადეთ საკუთარი მოქმედებები დააზღვიოთ და ყურადღება არ მოადუნოთ. კარგი იქნება თუ დღეს  ჩვეულ გზებს გადაუხვევთ — ეს თქვენ სასარგებლოდ იმოქმედებს და  ცოტათი გაგახალისებთ კიდეც.

მშვილდოსანი

თქვენს გარშემო განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით  შეხედულებების შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა, რეალობას ბოლომდე სწორად არ აღიქვამთ და ის უფრო მკაცრია აღმოჩნდეს, ვიდრე გეგონათ, მაგრამ ეს იმედგაცრუების მიზეზი არ არის — პირიქით, ეს არის ნიშანი, რომ პრინციპული მოქმედება და საკუთარი შეცდომების გამოსწორება დაიწყოთ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

თხის რქა

ამ დღეს დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა შეიძლება დიდი უდიამოვნების მიზეზი გახდეს, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით.  დღის მეორე ნახევარში ფინანსებთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ამბებს ელოდეთ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - გირჩევთ საბოლოო პასუხისთვის დრო მოითხოვოთ.  ამ შემთხვევაში ეს ყველაზე გონივრული იქნება.

მერწყული

ეს დღე შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულ მერწყულებს შთაგონებას მოუტანს. მოსალოდნელია ბიუროკრატიული პრობლემები -  ბევრს ძველი პრობლემების გადაჭრა მოუწევს - ეს შეიძლება მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები, განქორწინება ან ძველი საბუთები იყოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — ზოგი მერწყული შეიძლება გადაღლამ ან თავბრუსხვევამ შეაწუხოს. მოერიდეთ ვირუსებს და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნეთ.

თევზები

თევზებისთვის ეს დღე ხელსაყრელია გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ის ბინის შეცვლაზე, ქორწინებაზე, შვილების განათლებაზე ან სტაბილურ შემოსავალზე  გათვლით უნდა მიიღოთ. ამ დღეს შეძლებთ, რომ მოვლენები სწორი კუთხით დაინახოთ და მოსალოდნელი საფრთხეები გათვალოთ.   ზოგიერთს ზედმეტი ტვირთისა და არასასურველი ადამიანების ჩამოშორება მოუწევს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა