პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex-ის მეშვეობით მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ს მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის”, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსული მედიის, Meduza-ს ცნობით, სექტემბრიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) რუსული კომპანიის, Yandex-ის ტაქსის სერვისების მონაცემთა ბაზებზე სრული წვდომა ექნება.